Статья в рамках языкового портала

ქართული ხუმრობები

Материал из Абсурдопедии
Перейти к навигации Перейти к поиску

°°°[править]

— შენ და შენი მეუღლე სექსის დროს საუბრობთ ხოლმე?
— ნუ, თუ დარეკავს, რატომაც არა! 

°°°[править]

— ცოლი რატომ არ მოგყავს?! 27 წლის ხარ, დროა უკვე…
— თქვენ ისევ ცოცხალი ხართ?! 71-ის ხართ, დროა უკვე…

°°°[править]

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლი ქმარს:
— ძვირფასო, ცხოვრებაში გამარჯვებული ხარ თუ დამარცხებული?
— დაზარალებული საყვარელო

°°°[править]

ქმარი აღვიძებს ცოლს ღამით, აწვდის ანალგინს და ჭიქით წყალს…
— თავი არ მტკივა და რად მინდა?!
— აჰააა! დაგიჭირეეე?! 

°°°[править]

ქმარი გამთენიისას მივიდა სახლში.
— სიტყვები არა მაქვს! — ეუბნება აღშფოთებული ცოლი.
— მადლობა ღმერთს! — ცაში ხელებს აღაპყრობს ქმარი. 

°°°[править]

კახელი ხის ჩრდილშია წამოწოლილი, გვერდით ღვინის დოქი უდგას. ჩაიარა მეზობელმა და ეძახის.
— მიხო, ადე, სოფელში უცხოელია ჩამოსული.
— მერე რა, რო? — გაიხედა მიხომ.
— ამბობს ბიზნესის გაკეთებაში დაგეხმარებითო.
— მერე?
— მიხო, ფულს გაშოვნინებთ, მილიონერები გახდებითო.
— ჰო, მერე?
— მილიონი გექნება და არხეინად იგორავებ, მუშაობა ფეხებზე გეკიდება.
— ჯოუ, ეხლა რა, ფეხებზე არა მკიდია.






°°°[править]

გვარიანად დასაჩიხრებული კაცი ექიმთან მივიდა.
— რა მოგივიდა? — ეკითხება ექიმი.
— ცხენიდან გადმოვვარდი.
— მერე, ასე ძალიან როგორ დაშავდი?
— როგორ და, მერე ირემი დამეტაკა, მერე ლომი და მერე რაკეტა…
— და სად იყავი?
— კარუსელზე.

°°°[править]

სვანეთში 3D ფილმის ჩვენება მაყურებლებსა და ფილმის პერსონაჟთა შორის ჩხუბში გადაიზარდა.

°°°[править]

ცოლი ქმარს დასტირის:
— ჩემო უბედურო, ისე წახვედი, არაფერი არ დაგრჩენიააა!
— როგორ არა, ორი გოგო და ერთი ბიჭი ხომ დატოვა? ეგ მთელი სიმდიდრეა, — უპასუხებს მეზობელი.
— არც ეგენია მაგისიიი…

°°°[править]

ნარკომანი რუსთაველზე ტაქსის აჩერებს და ჯდება.
— ჯიგარ, რუსთაველზე რამდენად გამიყვან?
— უკვე რუსთაველზე ვართ… — გაუკვირდა მძღოლს.
ნარკომანმა ხუთლარიანი მისცა, მანქანიდან გადავიდა და მიუბრუნდა:
— ჯიგარ, აწი ნელა იარე, რა, თავი არ გიყვარს?

°°°[править]

კახელი მიდის ქუჩაში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ძალიან ცივა, ერთ-ერთი გამვლელი ეკითხება:
— ძიაკაცო, რომელი საათია?
— ზაფხულში მკითხე ჯო, ზაფხულში…

°°°[править]

მიხო სიკვდილის წინ ცოლს დაუძახებს და ეტყვის:
— ერთი ნატვრა შემისრულე. სიკვდილი რომ მოვა, შენ მარჯვენა მხარეს დადექი და დედაშენი მარცხენა მხარეს დააყენეო.
— ეგ რატომო?
— მინდა, ქრისტესავით მოვკვდე 2 ავაზაკს შორისო.

°°°[править]

მიხო სახლში ჩაფიქრებული მივიდა და ცოლს ეუბნება:
— მარო, გაიგე, ვისაც ხუთი შვილი ჰყამს, მთავრობა «მერსედესს» აძლემს!
— მერე, შენ რა გიხარია? ოთხი შვილი გყამს…
— უნდა გამოგიტყდე, რომა სიღნაღში ერთი ბიჭი «ლევად» გაჩენილი მყამს… ქალო, შენ რა, «მერსედესის» ჩუქებას ეხუმრები?!
— წადი და მაიყვანე რა, მე გიშველი?!

ორი დღის შემდეგ, მიხო სახლში ბიჭით დაბრუნდა, მაგრამ 4-ის ნაცვლად იქ მხოლოდ ერთი შვილი დახვდა.
— დედაკაცო, დანარჩენები სად არიან?!
— სანამ შენ სიღნაღში იყავი, თავიანთმა მამებმა წაიყვანეს, მაააშ! — უპასუხა მარომ.

°°°[править]

ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს. ერთს თვალი აქვს დალურჯებული.
— თვალზე რა მოგივიდა?
— გუშინ წყლიდან ერთი გოგო ამოვიყვანე, ცოლმა მომისწრო და თვალი ჩამილურჯა.
— რას მელაპარაკები?!… საიდან ამოიყვანე, ზღვიდან თუ მდინარიდან?
— ჩვენი აბაზანიდან…

°°°[править]

მამა ეკითხება შვილს:
— როგორ მიდის საქმეები სკოლაში?
— კარგად, მამა, მერვე კლასის კონტრაქტი ერთი წლით გამიგრძელეს.

°°°[править]

— მოეწონა ბავშვს საჩუქრები?
— უი, ყველა საჩუქარი დალეწა და დაამტვრია!
— ჩემი საჩუქარიც?
— არა, შენი ნაჩუქარი ჩაქუჩი მთელია.

°°°[править]

— რამდენი წლისაა შენი სიდედრი?
— ძნელია სათქმელია, მაგრამ თავისი სიტყვებით ჩემს ცოლზე ერთი წლით უმცროსი გამოდის.

°°°[править]

დაქალები ჭორაობენ:
— გუშინ ჩემი ქმარი ჩემს წინ მუხლებზე დაეცა.
— და რა გითხრა?
— «ამის დედაც, მოყინულია ქუჩა»

°°°[править]

ისტორიის გამოცდაზე:
— ერთი რთული კითხვა დაგისვათ თუ ორი მარტივი?
— ერთი რთული.
— კარგი, სად გაჩნდა პირველი ადამიანი?
— ზღვის სანაპიროზე.
— რატომ?
— ეს უკვე მეორე რთული კითხვაა.

°°°[править]

ფიზიკური შრომით დაკავებულებს ძალების აღსადგენად 7-8 საათი ძილი სჭირდებათ. გონებრივი შრომით დაკავებულებს — 8-9. პროგრამისტის გაღვიძება საერთოდ არ შეიძლება.

°°°[править]

ერთი დაქალი მეორეს:
— როგორ ახერხებ, რომ შენისთანა ძუნწი კაცის ცოლს ყოველთვის გაქვს ფული?
— როცა გავბრაზდები, ვეუბნები ხოლმე, რომ დედაჩემთან წავალ ევროპაში. ის კი ყოველთვის მაძლევს ბილეთის ფულს.

°°°[править]

— რატომ დაცილდით ერთმანეთს?
— სექსის გამო?
— ანუ იშვიათა გქონდათ?
— არა, ხშირად, მაგრამ ცალ-ცალკე.

°°°[править]

ოკულისტი მჭირდება: მაღაზიაში შევალ — თვალები გამირბის, ფასებს შევხედავ — შუბლზე ამდის, საფულეში ჩავიხედავ — ფერაფერს ვხედავ!

°°°[править]

არ დავწერ ფეისბუქის სტატუსად რომ ქმარი ერთი კვირა არ იქნება სახლში, თორემ ვინ იცის რამდენი კაცი მოეთრევა თავისუფლების 147 ნომერში მეორე სადარბაზოს მეხუთე სართულზე.

°°°[править]

ცოლი ქმარს:
— მოდი გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სექსუალური ცხოვრება. წარმოიდგინე, რომ მე ვარ გოგონა გამოძახებით.
— რა კარგია, და შეიძლება ჯერ ყველა ვნახო?

°°°[править]

სმს: შვილო, გიგზავნი 50 ლარს, როგორც მთხოვე. ოღონდ დაიმახსოვრე, ორმოცდაათი ერთი ნულით იწერება და არა ორით.

°°°[править]

ცოლი ქმარს:
— გავიგე ახალი მდივანი გყავს. რამდენი წლისაა?
— ოცის
— კარგად მუშაობს?
— კი, მე კმაყოფილი ვარ.
— ლამაზია?
— სიმპათიურია. — როგორ იცვამს?
— ნელა.

°°°[править]

მიხო ცდილობს ვირი ავტობუსში აიყვანოს. ვირი ჯიუტობს, უძალიანდება და არაფრით არ ადის.
— ამო, შე მართლა ვირო, შენა! შენზე ნაკლები ხალხი სხედან აქა?

°°°[править]

სვანი კამიკაძე ბავშვებს გაკვეთილს უხსნის:
— კარგად დააკვირდით ახლა. ესაა ბომბი, ვიმაგრებ ტანზე, ვხსნი თავს.კარგად დააკვირდით , თორემ ამას მეორედ ვეღარ გავიმეორებ!

°°°[править]

ორი ბერი გზაზე ბოძს აყენებს, რომელზეც დამაგრებულია ასეთი წარწერა: «შეჩერდი, დასასრული ახლოსაა! მობრუნდი, სანამ გვიანი არაა!»

ამ დროს, გვერდით დიდი სიჩქარით ავტომობილი ჩაუქროლებთ, საიდანაც მძღოლი მათი მისამართით სალანძღავ სიტყვებს ყვირის, ხელებს იქნევს და მუშტს იღერებს:
— წყეულო სექტანტებო, ყელში ამოხვედით!!!
მანქანა მოსახვევში თვალს ეფარება და მაშინვე ძლიერი დარტყმის ხმა ისმის, რასაც ზათქი მოჰყვება.
ერთი ბერი — მეორეს:
— ვგონებ, შენ მართალი იყავი, მარტივად უნდა დაგვეწერა: «ხიდი ჩანგრეულია».






°°°[править]

ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს:
— ბიჭო, რატომ უყვიროდა წუხელ ჭიჭიკია ცოლს?
— ვერაფრით ათქმევინა, სად დახარჯა ფული და იმიტომ…
— კი, მარა დღეს ორჯერ უფრო ხმამაღლა რომ ბღაოდა?!
— დღეს უთხრა…

°°°[править]

დიალოგი მდინარეში:
— აქ ყველა საცურაო კოსტიუმითაა, თქვენ კი — პიჯაკით, ჰალსტუხით, ქუდით…
— ეგენი ბანაობენ, მე კი ვიხრჩობი!…

°°°[править]

გურულის სახლში შეიპარა ქურდი. ცოლი ჩურჩულით ეუბნება გურულს:
— ქურდი შემოიპარა, ადექი, რამე ქენი!
— ჩუმად, ქალო, იქნება რამე იპოვოს და მერე ჩვენ წავართვათ, — ჩურჩულითვე უპასუხებს გურული.

°°°[править]

მიხოს შვილი ეკითხება:
— მამი, მამი, გველები როგორ ლაპარაკობენ?
მიხომ ცოლს გადახედა:
— დედაკაცო, ხმა ამაიღე, ბალღს აინტერესებს!

°°°[править]

თვითმფრინავი ვარდება. მფრინავი სვანია. სასწრაფოდ რეკავს დისპეტჩერთან და დახმარებას სთხოვს. დისპეტჩერი ეუბნება:
— ადგილმდებარეობა და სიმაღლე მითხარით!
სვანი სხარტად უპატაკებს:
— კაბინაში მარჯვნივ ვზივარ, სიმაღლით კი მეტრი და ოთხმოცი ვარ!

°°°[править]

გურულმა ოქროს თევზი დაიჭირა. თევზმა უთხრა, გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებო. გურულმა ულვაშზე ხელი გადაისვა და დაიწყო:
— სამსართულიანი სახლი ბახმაროში, ბოლო მოდელის ჯიპი, მილიონი ევრო ბანკში — აგი ერთი…

°°°[править]

მიხო ეკურკურება გოგოს:
— მოდი, რამე მშვენიერზე ვილაპარაკოთ…
— მოდი…
— კუჭი ხომ არ გაქვთ აშლილი?
— არა…
— მშვენიერიაა…

°°°[править]

გურულებმა უნიკალური მანქანა გამოიგონეს და მსოფლიო გამოფენაზე წაიყვანეს.
— ა, აგი «კნოპკა» წვიმის საწინააღმდეგოა, — უხსნის დამთვალიერებელს გურული, — გაწვიმდება თუ არა, ამ კნოპკას უნდა დააწვე…
— და სახურავი იხურება, არა?
— მაი ძველ მანქანებშია, შე აბდალა!.. წვიმა წყდება.

°°°[править]

გურულმა მიიყვანა ცოლი ექიმთან. ექიმმა გასინჯა და ეუბნება:
— რაღაც, არ მომწონს თქვენი ცოლი…
— მაი, ძამა, არც მე მომწონს, მარა ბაღნებს უყვართ ნამეტანი…

გადადით მთავარ გვერდზე