Портал:Ანციკლოპედია/37 მანეთი
37 მანეთი — კუპიურა, რომელსაც ვერცერთი მანამდე და დღეს არსებული ვალუტა ვერ დაუდგება სიმყარეში.
შესადარებლად შეიძლება გამოდგეს ნატვრისთვალი, ფილოსოფიური ქვა, ოქროს თევზი, ჯინი და სხვა ყოვლისშემძლე მითიური საგნები თუ არსებები.
წარმოშობა[править]
არის საბჭოთა კავშირში დაბადებული ქართველის ცნობიერებაში არსებული სანატრელი დროის სინონიმი. ასოცირდება ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორთან, რომელთა ახსნა ქვემოთ არის მოცემული.
37 მანეთი საბჭოთა დროს იყო ერთმორწმუნე მეზობელთან გადასაფრენი ბილეთის ფასი. თბილისიდან მოსკოვისდამი მიმავალი თვითმფრინავის ბილეთის ფასი, ძირითადად მოიხსენიება უფროსი თაობის ხალხისგან თანდაყოლილი სევდითა და ნოსტალგიით.
მემატიანეები[править]
37 მანეთის ეპოქის მემატიანეები დღეს ყველგან შეგხვდებათ. 100 პროცენტიანი გარანტია ასეთ ადამიანთან შეხვედრისა არის ტაქსის დაჭერა. ტაქსში ჩაჯდომა და რუსეთის ხსენება იწვევს ტკბილ მოგონებებს. ტაქსისტი უმალვე იწყებს მოყოლას:
- თუ როგორ დაამთავრა ორი უმაღლესი
- როგორი ხელფასი ჰქონდა
- რას ჰყოფნიდა ეს ხელფასი
- რა ღირდა პური და კალბასი
- 37 მანეთად რუსეთში გადაფრენა
- იქაურ რესტორანში ქეიფი
- ტანიას და გალიას სასტუმროს ნომერში აყვანა
- საღამოს შინ ჩამოსვლა